ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მათი კონსტიტუციური უფლება შეიზღუდა, რასაც მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ უმცირესობა არადემოკრატიულად მოიქცა, თავად დაარღვიეს კანონი და შეეძლოთ თელავში ალტერნატიული გზით მომხდარიყვნენ.