ინაუგურაციის შემდეგ, მედიასთან შეფასებები გაკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა. სალომე ზურაბიშვილი იქნება არამარტო ოჯახისა და მხარდამჭერების, არამედ მთელი ქვეყნისა და ისტორიის სიამაყე - აღნიშნა თეიმურაზ გორჯესტანმა.
თავდაცვის მინისტრმა ახალ პრეზიდენტს დემოკრატიული ღირებულებებისადმი საზოგადოების კიდევ ერთხელ გაერთიანება უსურვა. მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, საქართველოს გაერთიანებისკენ დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.