არჩეული პრეზიდენტი გმირთა მემორიალთან და მამა დავითის ეკლესიაში იმყოფებოდა

15 დეკემბერი 2018, 00:00 1662 ნახვა

საქართველოს ხვალიდან ახალი, რიგით მეხუთე პრეზიდენტი ეყოლება. ვიდრე თელავში ინაუგურაციისთვის ემზადებიან, არჩეული პრეზიდენტი  დღეს, გმირთა მემორიალთან და მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაში იმყოფებოდა.  სალომე ზურაბიშვილმა შვილთან, თემურ გორჯესტანთან ერთად. ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ასევე გვირგვინით შემკო მან  გმირთა მემორიალი, სადაც დღეს საღამოდან გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებს.  ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ოპოზიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა.  

ამავე კატეგორიაში