ორი წლის ბავშვი, რომელსაც მიკროავტობუსი დაეჯახა გარდაიცვალა

12 დეკემბერი 2018, 00:00 15875 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში