2019 წლის ბიუჯეტს პარლამენტი დაამტკიცებს

12 დეკემბერი 2018, 00:00 1482 ნახვა

კვლავ არჩევნების თემა გახდა დაპირისპირების საგანი დეპუტატებს შორის ამჯერად პარლამენტში. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დაწყებამდე კანონმდებლები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ამ წუთებში პარლამენტში ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მსჯელობენ.  მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ადამიანებზეა ორიენტირებული, რომლის მთავარი მიზანი სიღარიბის შემცირებაა. თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრიორიტეტები არასწორად არის გაწერილი.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კრიმინალი უწოდა. 
 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი