პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში სარეზერვო ფონდის ხუთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო. ანგარიშის თანახმად, 2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი დაფინანსდა.
კონსტიტუციის პოპულარიზაციაზე, დემოკრატიული ცნობიერების ამაღლებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციულ გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე.გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდის პროექტებში მონაწილეები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.