სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია შესაძლოა სამ ადგილას გაიმართოს. ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისია სცენარის საბოლოო ვარიანტზე მუშაობს. ფიცის დადების ცერემონია თელავში იქნება, თუმცა მეორე ნაწილი შესაძლებელია წინანდალში იყოს.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება ინფორმაცია უცხოური დელეგაციების შესახებ. ახალარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.