მომავალი წლის ბიუჯეტი 13 მილიარდ ლარამდეა განსაზღვრული და წინა წელთან შედარებით 600 მილიონი ლარითაა გაზრდილი

07 დეკემბერი 2018, 00:00 1406 ნახვა

საქართველოს მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა დაასრულა  პარლამენტის წამყვანმა კომიტეტმა. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილეს.

დოკუმენტს დეკემბრის ბოლო პარასკევს უყრიან კენჭს. მომავალი წლის ბიუჯეტი 13 მილიარდ ლარამდეა განსაზღვრული და წინა წელთან შედარებით 600  მილიონი ლარითაა გაზრდილი.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობამ პრიორიტეტები არასწორად გაწერა, ეს კი ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებს. ამ შენიშვნების მიუხედავად დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციიდან ერთადერთი დეპუტატი იმყოფებოდა.

რომან გოცირიძეს ძირითადად მთავრობის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ჰქონდა შეკითხვები. რაც შეეხება მმართველ გუნდს, აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი ბიუჯეტი საქართველოს არ ჰქონია და ეს სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი