ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა. საავადმყოფოებში ცხრა პაციენტი რჩება.
კაპანაძის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.ავტოსაგზაო შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა.
მიკროავტობუსს კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.