პოლიციამ მოქმედი პრეზიდენტის სიძე დააკავა

06 დეკემბერი 2018, 00:00 2305 ნახვა

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე აიყვანეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან საცხოვრებელი ბინიდან გადაყრილი 2 პისტოლეტიც იპოვეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს. თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით ჩატარდა.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი