ბათუმის მერიაში ფიქრობენ, რომ განცხადების ადრესატები არ არიან - რიჟვაძის კრიტიკა ნებართვების შეფერხების გამო

05 დეკემბერი 2018, 00:00 2716 ნახვა

მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ბათუმის მერს. ლაშა კომახიძე საქათველოში არ იმყოფება, ამიტომ პრესსამსახურმა წერილობითი პასუხი მოგვწერა, სადაც ვკითხულობთ: „ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება დასკვნით ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. რაც შეეხება, შენიშვნას, მშენებლობის ნებართვების შესაძლო შეფერხებებთან დაკავშირებით, ამ განცხადებას საკუთარ თავზე არ იღებს ბათუმის მერია. თუ ვის გულისხმობს მთავრობის თავმჯოდმარე ეს ალბათ თავად უნდა დააკონკრეტოს.“

კითხვაზე ერევა თუ არა მთავრობის თავმჯდომარე თვითმმართველობის კომპეტენციაში? გვპასუხობენ, რომ „არსებობს მთელი რიგი საკითხები რომლებიც მოითხოვს კოორდინაციას და ეს კოორდინაცია არსებობს.“ ასევე, განაცხადეს რომ „კ2-ი კოეფიციენტის შესახებ გადაწყვეტილებებში გათვალისწინებულია საზოგადოების მოთხოვნა“. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს ბიზნესომბუდსმენთან ბიზნესმენების შეხვედრაზე მივიდა და თავისუფალი ბიზნესგარემოს შესახებ ისაუბრა. გამოსვლის დროს, მეწარმეებს, განსაკუთრებით კი მშენებლებს უთხრა, რომ მათი პროექტები არ უნდა გაჩერდეს და მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ამას თვითმმართველობამ.  რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ქალაქის მერები გააკრიტიკა, რადგან მისი თქმით, გენერალური გეგმის მიღებამდე შეტანილი პროექტები შესაძლოა შეჩერებულია. ​

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში