პარლამენტის რეგლამენტის პროექტს დღეს დეპუტატები კენჭს უყრიან. იგი პარლამენტის საქმიანობასა და მის უფლებამოსილებას არეგულირებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დოკუმენტი აძლიერებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სხვა ანგარიშვალდებულ ორგანოებზე პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციას.
ოპოზიცისთვის მიუღებელია ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც კომიტეტების სხდომაზე კანონმდებლებს მინისტრთა კაბინეტის წევრების დაბარების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.