ბაღების ავტორიზაცია 2019 წლიდან სავალდებულოა

04 დეკემბერი 2018, 00:00 3534 ნახვა

სანიტარულ-ჰიგიენური და კვებასთან დაკავშირებული ნორმების შემდეგ, საბავშვო ბაღებს ინფრატსრუქტურასთან დაკავშირებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც მოუწევთ. შენობის სტანდარტი, რომელიც ახლა მუშავდება, სავარაუდოდ ოთახების მოცულობას, მოსასვენებელ სივრცეებს და სამშენებლო მასალასაც კი შეეხება.

ასევე, სავარაუდოდ შეიზღუდება ბაღების განთავსება საცხოვრებელ კორპუსებში.  ავტორიზაცია ბაღებს წელს უნდა გაევლოთ, წესი კი მთავრობას შარშან უნდა განესაზღვრა. საბოლოოდ სტანდარტებთან ადაპტირებისა და მკაცრი ზომების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, ვადა გახანგრძლივდა. წესზე კი მთავრობა ახლა მუშაობს.

პროცესში ჩართულია UNICEF-ი, გაეროს ბავშვთა ფონდი რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, გაზარდოს საბავშო ბაღების დაფინანსება, რადგან არსებული ბიუჯეტით შესაძლოა ადმინისტრაციებს მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდეთ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი