ჩვენ უნდა ვიტვირთოთ სიმძიმე ჩვენი ახლობლის თუ შორეული ადამიანის, -აღნიშნა დღეს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა ადამიანები ვერ უძლებენ და თავს იკლავენ, დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე.
პატრიარქმა დღეს მეხანძრე - მაშველებიც დალოცა, ილია მეორეს თქმით ხშირია შემთხვევა, როცა მეხანძრე -მაშველები ზიანდებიან და სიცოცხლეს სწირავენ. წირვას სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 700 მეხანძრე -მაშველი ესწრებოდა. უწმინდესმა მათ წმინდა გიორგის ხატები გადასცა. რამდენიმე წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეხანძრე - მაშველებს წმინდა გიორგის ლეგიონის წოდება მიანიჭა.