ბათუმის ხელოვნების მუზეუმი ფრიდონ ბოლქვაძე-,,იჯარეთელის’’ პერსონალურ გამოფენა გაიმართა. ნამუშევრების ნაწილი დაზგური ფერწერის ნიმუშებია. ნაწილი კი ფანერაზე დადებული ბათქაშით, გუაშითაა შესრულებული.
ნახატები ავანგარდული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულბას მოიცავს. მხატვარი ამბობს, რომ ნამუშევრების უმრავლესობა შექმნილია ექსპრომტად. გამოფენა მუზეუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.