ბათუმში გვიან ღამით ერთ-ერთ კაზინოში მომხდარ ფაქტზე სამორინეს სამორინეს ყველა თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს, საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეცა. როგორ მოახერხა ბათუმში კაზინო „პრინცესაში“ თურქეთის მოქალაქემ ცივი იარაღის შეტანა, ადვოკატ კახა წერეთლის ინფორმაციით ამას გამოძიება დაადგენს, ვიდეოჩანაწერები ამოღებულია. უფლებადამცველი ვარაუდობს,რომ მკვლელობა პირად მოტივს უკავშირდება.
წუხელ ერთ-ერთ სამორინეში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული.შემთხვევას ჰყავს თვითმხილველებიც, ისინი ყვებიან, რომ ჩხუბი არ ყოფილა და მამაკაცი ქალებს მოულოდნელად დაესხა თავს. მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.