ბათუმის ბიუჯეტი საკრებულოს რამდენიმე დღეში გადაეგზავნება

23 ნოემბერი 2018, 00:00 1248 ნახვა

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში, რომელიც 154 მლ 361 ათასი ლარია, ყველაზე წილი ხარჯვითი ნაწილია - 60,1%. ბიუჯეტის შევსებას ბათუმის მერია მოსაკრებლითა და ჯარიმებიდან შემოსული თანხებით გეგმავს. მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელი 35მლ 338ათასი ლარია, ჯარიმა კი 5 მილიონამდე. მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა 2 მილიონ ნახევრით იზრდება, ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტ ანაზღაურებას 2 646 საჯარო მოხელე მიიღებს. რაც ბიუჯეტის 14, 4 %-ია. დოკუმენტის თანახმად, 59 ერთეულით იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. ბათუმის მერიაში ხელფასები 148 800 ლარით იმატებს. 48 200 ლარით მცირდება ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტი. სწორედ, შრომის ანაზღაურების მატებაა ოპოზიციისთვის კრიტიკის მთავარი საგანი. 


მომავალი წლის ბათუმის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ყველაზე დიდი წილი ინფრასტრუქტურაზე მოდის, ბიუჯეტის 42% ანუ 64 მლ 861 ათასი ლარი. დასუფთავებისთვის ქალაქის მერია 13 მლნს დახარჯავს. კეთილმოწყობაზე თითქმის 2 მილიონ ლარს. მმართველი ძალა პირველად პროექტს იწონებს, თუმცა გზების კაპიტალური მოწყობის პუნქტში დამატებით ქუჩების შეტანას ითხოვს. იგეგმება „იაფის სახლის“ პროექტის ფარგლებში კიდევ ორი სახლის მშენებლობა. მომავალ წელს კვლავ გაგრძელდება ზუბალაშვილის 37 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. არასმთავრობო ორგანიზაციები სხვა ძეგლების რეაბილიტაციასაც მოითხოვენ. 
 

ბიუჯეტში შემცირებულია სარეზერვო ფონდისთვის თანხა. წინა წელთან შედარებით აჭარის ბიუჯეტიდან ტრანსფერი 10 მილიონი ლარით შემცირდა და ჯამში 28 400 ათასი ლარი იქნება. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით 3 მილიონი ლარითა გაზრდილი ბიუჯეტი. 16მლ ძველ პროგრამებთან ერთად ახალ ინიციტივებსაც მოხმარდება. იგეგმება ფილტვის კიბოს სკირინინგი, მედიკამენტების ვაუჩერის თანხის ზრდა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის ადგილზე მომსახურების გაწევა. გათვალისწინებულია ჯანდაცვის ტურიზმის კუთხით კვლევების ჩატარება. 4 მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეიძენენ სასწრაფო დახმარებისათვის. 
 
განათლება, კულტურა და სპორტი -15მლ,626 ლარია გამოყოფილი, წინა წელთან შედარებით 2 მილიონითაა შემცირებული. ოპოზიცია ისევ ითხოვს ბაღის პედაგოგების ხელფასების ზრდას და ვაუჩერიზაციის სიტემის ამოქმედებას. მომავალ წელს გამოვლიდება წლის ხელოვანი. გათვალისწინებულია სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაც. 

დეპუტატებს კომისიებში განხილვისას 50-მდე შენიშვნა ქონდათ. საჯარო განხილვისას კი 22 შენიშვნა გამოთქვა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეთა პეტიციების გათვალისწინებასაც ითხოვენ. წერილობით შენიშვნებს საკრებულო მერიას 25 ნოემბრამდე გადაუგზავნის. მერია კორექტირებულ ვარიანტს 10 დეკემბრამდე უკან დააბრუნებს. წლის ბოლომდე დოკუმენტს დაამტკიცებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში