2019 წლის ბათუმის ბიუჯეტს განიხილავდნენ მთელი დღეა ბათუმის საკრებულოს კომისიებში. განხილვას ბათუმის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, შეხვედრაზე არ მისულა მერი, ასევე არ დასწრებიან განხილვას მისი მოადგილეები, ამის გამო პროტესტი გამოთქვა ოპოზიციამ.
ცნობილია, რომ ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს ბიუჯეტს, ფიქრობენ, რომ იგი არ პასუხობს ხალხის მოთხოვნას. ერთ-ერთი ბოლო იყო წამყვანი კომისია.