ფოტოგრაფების საქმე - ჯაშუშობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა

22 ნოემბერი 2018, 00:00 4095 ნახვა

''ვაშაძეს ვეუბნები კაცობა იქონიე, გამოდი და ბოდიში მოგვიხადე მე და ჩემს კოლეგა ფოტოგრაფებს'' - ეს განცხადება გიორგი აბდალაძემ სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფები სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

 "ვანო მერაბიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი, ადეიშვილი, ხიზანიშვილი - ყველა თქვენა ხართ ჩვენი საქმის გამყალბებელი და დღეს სამართალი დადგა და სამართალმა იზეიმა ჩვენს ოჯახებში" - განაცხადა მან.

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.  უდანაშაულოდ ცნო ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი და ნათია გედენიძეები

მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვდა.

სამართალდამცავებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის ივლისში დააკავეს. არცერთი მათგანი თავს არ ცნობდა ჯაშუშობაში დამნაშავედ, თუმცა, მოგვიანებით დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. 2016 წლის დეკემბერში, მთავარმა პროკურატურამ ოთხივე ფოტორეპორტიორი უდანაშაულოდ აღიარა, 2017 წელს კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2011 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.

პროკურატურის განმარტებით, ფოტოგრაფების მიმართ ხელისუფლების ანგარიშსწორების საფუძველი იყო მათ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავენ 2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი