ლეიბორისტები ბალაძის დანიშვნას აპროტესტებენ

29 ივლისი 2016, 00:00 3979 ნახვა

ლეიბორისტული პარტია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად დანიშვნას აპროტესტებს. პოლიტიკური გაერთიანების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჯელალ ქიქავას მტკიცებით, დავით ბალაძეს უწყებაში ეკონომიკურ საკითხებზე ავტონომიური რესპუბლიკის კურირება აქვს დავალებული. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია თუ რა უნდა გააკეთოს რეგიონისთვის სასიკეთო ყოფილმა მინისტრმა, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს. ლეიბორისტების განცხადებებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია თავად დავით ბალაძე. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის მხოლოდ მრჩეველია და რომელიმე რეგიონის კურირება მის კომპეტენციებში არ შედის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი