ბათუმში ტექნიკის მაღაზია მეპატრონეებს გატეხილი დახვდათ

20 ნოემბერი 2018, 00:00 2928 ნახვა

 ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასთან ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. ქურდობა, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა, რადგან დილით  მფლობელს მაღაზიის ვიტრინები ჩატეხილი დახვდა. 

ტექნიკის მაღაზია "აიტექნიკსში" ამ წუთებშიც მუშაობენ პოლიციელები და ექსპერტ კრიმინალისტები. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მაღაზიიდან მობილურები, აიპოდი და სხვა ტექნიკაა წაღებული. 

ამ ეტაპზე უცნობია, კიდევ რისი გატანა მოახერხეს მძარცველებმა და რა ზარალი მიადგა მაღაზიის მფლობელს.

გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავეები დადგენილია.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი