შსს მძღოლს ეძებს, რომელიც ქვეითებს დაეჯახა - შედეგად ქალი დაიღუპა

19 ნოემბერი 2018, 00:00 5210 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომობილის მძღოლს ეძებს, რომელიც სამ მოქალაქეს დაეჯახა. ორი ქვეითად მოსიარულე დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, მძღოლმა ტერიტორია  ეგრევე დატოვა და მიიმალა.  

ავტოავარია ახალსოფელის ცენტრალურ გზაზე, ხელვაჩაურში, გუშინ,17 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.შსს ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანი სიცოცხლის მოსპობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი