ურთიერთბრალდებებს დაეთმო დღეს უმაღლესი საბჭოს სხდომის დიდი ნაწილი

15 ნოემბერი 2018, 00:00 1598 ნახვა

ურთიერთბრალდებებს დაეთმო დღეს უმაღლესი საბჭოს სხდომის დიდი ნაწილი - ოპოზიცია მმართველ ძალას ამომრჩევლის და კოორდინატორების დაშინებაში ადანაშაულებს. ისინი ბრალდებების გასამყარებლად სუს-ის უფროსის აჭარაში ვიზიტს ასახელებენ, აცხადებენ, რომ არჩევნებში ძალოვანების ჩარევა უნდა დასრულდეს. მმართველი გუნდი ამ ბრალდებებს  ცილისწამებას უწოდებს.

დღევანდელ სხდომაზე ისევ დაისვა საკითხი - რატომ არ შეუშვეს ოპოზიციონერი დეპუტატი მთავრობის აპარატის შენობაში. ასევე, კიდევ ერთ თემას შეეხო ოპოზიცია - კონკრეტულად კი პროფკავშირების მიერ ორი დეპუტატისთვის ქონების მიყიდვას. საუბარია დავით ბაციკაძესა და ლადო მგალობლიშვილზე, რომლებმაც ბეშუმში მიწა პროფკავშირებისგან შეიძინეს.

როგორც იცით აჭარის პროფესიული გაერთიანების უფროსი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძეა. რას პასუხობენ  ბრალდებებს უმრავლესობაში - თეონა ხარაბაძე მოგვიყვება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი