პარლამენტში მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვა განახლდა. ბიუჯეტზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში მეორე დღეა მიმდინარეობს. საპარლამენტო ტრიბუნით უკვე ისარგებლეს კომიტეტების წარმომადგენლებმა, ასევე ცალკეულმა დეპუტატმა.
ამ წუთებში ფრაქციების ხელმძღვანელები გამოდიან. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს, ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს იწუნებს.