2019 წლის ბიუჯეტის პროექტს პარალემენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

13 ნოემბერი 2018, 00:00 1376 ნახვა

 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში პლენალური სხდომის ფორმატში დღეს დაიწყება. 

ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 12 მილიარდ 997 მილიონი ლარით განისაზღვრა. ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროების დაფინანსების მოცულობა მომავალი წლის ბიუჯეტში 5 მილიარდ 490 მილიონ ლარს აღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 754 მილიონი ლარით დაფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტით გათვალისწინებულია როგორც ასაკობრივი, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსიის 20 ლარით მატება.  რაც შეეხება აჭარას, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისთვის განისაზღვრა 28 მილიონ 700 ათასი ლარი.  თვითმმართველობები კი 2019 წლიდან ტრანსფერის სახით აღარ მიიღებენ თანხას.

 ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კრიტიკულია საპარლამენტო ოპოზიცია, სავარაუდოდ ისინი დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ რომ  ბიუჯეტი სოციალურ საკითხებზეა  ორიენტირებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი