7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი და სანაგვედ ქცეული იყო - რომან გოცირიძე

07 ნოემბერი 2018, 00:00 1674 ნახვა

რომან გოცირიძემ დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ 7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი, აყროლებული და სანაგვედ ქცეული იყო, სადაც ლოთები, ნარკომანები და პოლიტიკოსები ქვეყნის მთავარ ქუჩას სამი თვის განმავლობაში პარალიზებას უკეთებდნენ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებას ასე გამოეხმაურა.

„7 ნოემბერს ვიღაც დაარბიეს, ეს გავიგე. დღეს, რუსთაველის გამზირზე ჩამოვიარე, უაზრმაზარი ტელეეკრანი გამოფინეს და ალბათ, ბავშვებს დაუძახებენ, როგორც ზუგდიდში გამგებელმა შეკრიბა და ფირები აჩვენა. ალბათ, ბავშვებს სკოლებიდან მოიყვანთ და აჩვენებთ. 7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი 150 საკანი იდგა. თქვენ რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამების, მაჩალიკაშვილისა და სარალიძის კარავი სამი საათი ვერ აიტანეთ, არამედ ცელოფნის პარკით გადახურული კარდონიც კი ააღებინეთ“, – აღნიშნა გოცირიძემ.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი დაინტერესდა,  რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, თუ  ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საკანს დადგამს.

„მაშინ, ვიწყებთ აქციას, რუსთაველის გამზირს საკნებით სამი თვით ვკეტავთ. ჭიკაიძის საბურავებით შეშინებული რომ იყავით, ათასი საბურავი მართლა რომ მოგვეტანა და რუსთაველზე დასაჯდომად დაგველაგებინა, რას იზამდით? დღეს რომ გამოვიდეთ და რუსთაველზე ერთი საკანი ჩავდგათ, რას მოიმოქმედებთ? აბა, გაბედეთ და ეს საკანი დაარბიეთ'' – მიმართა წილოსანს გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ქართველ ერზე არა მხოლოდ 7 ნოემბერს, არამედ ყოველ დღე ძალადობდა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი