“ქართული ოცნების“ ძველი გუნდი - პოლიტიკური ოპონენტები და განაწყენებულები 

06 ნოემბერი 2018, 00:00 1944 ნახვა

როგორც იცით, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას გაერთიანებისკენ, ამის შემდეგ დავინტერესდით ვინ ბრუნდება საარჩევნო კამპანიაში, ყოფილი თავმჯდომარეების გარდა, აჭარაში - ბათუმის შტაბში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე მათ ხოლოდ ის აქტივისტები დაუკავშირდნენ, რომლებიც 2012 წელს აქტიურობდნენ.

რაც შეეხება სხვა საჯარო პირებს, ისინი სხვადასხვა თანამდებობაზე ჰყავთ დასაქმებული, ნაწილი კი დღეს უკვე მათი პოლიტიკური ოპონენტია - ასეთია მაგალითად მურმან დუმბაძე, რომელიც დღეს უკვე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთადაა გაერთიანებული ოპოზიციაში. იგი ვარაუდობს, რომ „ქართული  ოცნებიდან“ მალე ოპოზიციაში გადავლენ და პარტია დაიშლება. დუმბაძე ირწმუნება, რომ ამის სურვილი უკვე გამოთქვა უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა დეპუტატმა უმრავლესობიდან, რომელიც ადრე მაღალი თანამდებობის პირი იყო. დუმბაძე არ ასახელებს კონკრეტულ პირს, თუმცა ამბობს რომ მას გუშინ შეხვდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი