90-იანი წლების პოპ-ჯგუფი ''სპიცე გირლს''-ს წევრები შეკრებას და ზაფხულში ტურნეს გამართავს გეგმავენ. თუმცა, მათთან ერთად არ იქნება ვიქტორია ბექჰემი. ტურნეში მონაწილეობაზე უარი საკონტრაქტო ვალდებულებების გამო განაცხადა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თუმცა ''Spice Girls''-ის ჯგუფის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ვიქტორია ზაფხულამდე გადაიფიქრებს და ტურნეს შეუერთდება.
90-იანი წლების ყველაზე "ცნობილი გოგოები" ტურნეს 2019 წლის 1 ივნისს, მანჩესტერ სიტის ''ეტიჰადის'' სტადიონზე გახსნიან.
''Spice Girls''-ის ხუთი წევრიდან ოთხი მონაწილე კონცერტს სანდერლენდში, ედინბურგში, ქოვენთრსა და ბრისტოლშიც გამართავს. ტურნე ლონდონში, უემბლის სტადიონზე დასრულდება.
(ფოტო: 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია Associated Press)