NGO-ები: არჩევნების მეორე ტური ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან თავისუფალი უნდა იყოს

05 ნოემბერი 2018, 00:00 1694 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს, პარტიებს და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებენ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა. "სამართლიანი არჩევნები", საიას და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წევრების შეფასებით , საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურში მაღალკონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.

მათი თქმით, არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული ზოგიერთი განცხადება, სამოქალაქო ომის პროპაგანდის და ძალადობის წახალისების ნიშნებს შეიცავს, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, რამდენიმე პოლიტიკოსისგან სამოქალაქო ომის საფრთხის შესახებ გაკეთდა განცხადება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი