მაკონტროლებლებმა 8 943 ბოთლი „ფეირი“ ამოიღეს, რომელშიც იაფფასიანი სითხე იყო ჩასხმული 

05 ნოემბერი 2018, 00:00 8840 ნახვა

8 943 ბოთლი „ფეირი“ და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალა - ბოთლები და ეტიკეტები ამოიღეს მაკონტროლებლებმა კუსტარულად მოწყობილ საამქროში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ''ფეირის'' სამარკო ნიშნით ყიდდა სარეცხი საშუალებას, რომელშიც იაფფასიანი სითხე იყო ჩასხმული. 

თბილისში დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ხდებოდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულში მხილებულ პირს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტის გამოვლენის ინფორმაცია და ფოტო მასალა დღეს გამოაქვეყნა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი