ცხოვრება საფრთხის ქვეშ

04 ნოემბერი 2018, 00:00 1527 ნახვა

ბობოყვათში მცხოვრები ლაზიშვილების ოჯახი სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვს. საცხოვრებელ სახლთან ერთი წლის წინ მეწყრული პროცესი განვითარდა. ლაზიშვილები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის დროს შესაძლოა მიწა ისევ ჩამოიშალოს და საცხოვრებლის საყრდენი ბოძები წაიღოს. ანზორ ლაზიშვილის თქმით გეოლოგების დასკვნით ფერდსამაგრი კედლის მოწყობა აუცილებელია.

ქობულეთის მერიაში ამბობენ , რომ  ფერდსამაგრი კედელი 42 ოჯახთან უნდა მოეწყოს და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს, ამიტომ პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.  ლაზიშვილებთან კი სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დაიწყება. პროექტისთვის 370 ათასი ლარია გამოყოფილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი