გიგა ჩხარტიშვილი „ქართული ოცნების“ რჩეულია

31 ოქტომბერი 2018, 00:00 2187 ნახვა

ხვალ გახდება ცნობილი გახდება თუ არა გიგა ჩხარტიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე პოსტი, რომელიც ორი  წელია ვაკანტურია. გიგა ჩხარტიშვილის კანდიდატურა საკონკურსო კომისიამ კიდევ 5 კანდიდატთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.არჩევანი კი ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ჩხარტიშვილზე შეაჩერა. უმრავლესობაში გადაწყვეტილების რამდენიმე ფაქტორზე საუბრობენ.

ირკვევა, რომ ქართული ოცნებისთვის მთავარი კრიტერიუმი გიგა ჩხარტიშვილის კონცეფცია აღმოჩნდა ასევე ის, რომ  მას არ უმუშავია საჯარო სექტორში და  არ აქვს პოლიტიკური წარსული.  დღეს მაგალითად ნინო ჩხეტია საუბრობდა იმაზეც, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რის გამოც მათი ნდობა გიგა ჩხარტიშვილმა დაიმსახურა,  ჩვენს არხზე  მრჩევლებს შორის გამართული დებატები გახდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი