28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აჭარის მთავრობის სხდომა დღეს პირველად იმართება.
მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მეორე ტურშიც მათი მხარდაჭერის იმედია აქვს.
''მეორე ტურში შევეცდებით დავარწმუნოთ ისინი, რომ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს''.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, არჩევნები დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდა.
საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეები მეორე ტურით აირჩევენ. 28 ოქტომბერს პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
მეორე ტურში ''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ''გაერთიანებული ოპოზიციის'' საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.