პარკში ბავშვების სათამაშო სივრცეში ღია სადენებია /ფოტოები/

30 ოქტომბერი 2018, 00:00 3728 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში, რეკრეაციულ ზონაში - იქ, სადაც მშობლებს ყველაზე ხშირად დაჰყავთ ბავშვები, პატარების სიცოცხლეს, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. 

უკვე რამდენიმე თვეა, პარკში გარე განათების ბოძებზე სადენები ღიაა. 

როგორც ფოტოებიდან ჩანს ელექტროსადენები ძალიან დაბლა არის და მას ნებისმიერი ასაკის ბავშვი მარტივად მისწვდება. 

ცენტრალური პარკის შესასვლელთან, კოლონადების გასწვრივ, ასწლოვანი ხის ქვემოთ კი პროჟექტორის სადენი ამომძვრალია, ის მიწაზეა დამცავი ლენტის გარეშეა დარჩენილი. 

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეამოწმა, იყო თუ არა ელექტროენერგია სადენებში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროჟექტორი საღამოობით ირთვება, ამის შანსი მაღალია. შესაბამისად ნებისმიერ შეხებაზე შეიძლება ბავშვს საფრთხე შეექმნას. 

ბათუმის მერიაში ამტკიცებენ, რომ მონიტორინგს ახორციელებენ და კვირაში 3-ჯერ მაინც ლუქავენ ღია სადენებს.

კითხვაზე, ბოლოს როდის დალუქეს სადენები,  სულხან ევგენიძის ინფორმაციით გასულ კვირას.  მისივე მტკიცებით, ბოძებზე ლუქებს მოქალაქეები ხსნიან და ტელეფონის დასამუხტად იყენებენ.

აქედან გამომდინარე ჩანს, რომ მერია მონიტორინგს ყოველდღიურად არ ახორციელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი