სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს კითხვებზე არ პასუხობს: ''ახლა არ დამიბარებიხართ''

29 ოქტომბერი 2018, 00:00 2955 ნახვა

"როცა დაგიბარებთ გეტყვით, ახლა არ დამიბარებიხართ" -პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, თითქმის სამი წუთის განმავლობაში,TV პირველისა და რუსთავი2-ის ჟურნალისტების შეკითხვებს მხოლოდ ასე პასუხობდა. 

ჟურნალისტები - როგორ აფარებს კენჭისყრის დღეს? აპირებს თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას? ელოდებოდა თუ არ ამ შედეგს ან მმართველი პარტიის კრიტიკულ შეფასებას?   

სალომე ზურაბიშვილი - როცა დაგიბარებთ მაშინ გეტყვით... დაგიბარებთ და მაშინ გეტყვით 

ვიდრე სახლში მისულ პრეზიდენტობის კანდიდატს სახლთან რკინის კარს გაუღებდნენ, მან ბევრჯერ დასმულ არც ერთ კითხვას არ უპასუხა, ჟურნალისტებს კი უთხრა: "ისაუბრეთ თქვენ შორის, საინტერესო იქნება".  

კითხვაზე, როდის ჩანიშნავს მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი პრესსკონფერენციას, სალომე ზურაბიშვილმა დაახლოებით 9 ჯერ უპასუხა, რომ როცა დააპირებს კომენტარის გაკეთებას ეტყვის მედიას ამის შესახებ.

"როცა დავაპირებ გეტყვით... როცა დავაპირებ გეტყვით..."   

გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი, რომელმაც წინასწარი მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, თუმცა ვერ გადალახა 50% ბარიერი. 

ცესკოს მონაცემებით მას 38.64%-იანი მხარდაჭერა აქვს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი