რამდენიმე წუთის წინ, ეგზიტპოლის შედეგები გაასაჯაროვეს ''ქართული ოცნების'' წევრებმა და ტელეკომპანია ''რუსთავი 2-მა.
მმართველი გუნდის დაკვეთით, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, მას 52,3% აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარიერი გადალახა და მეორე ტური არ იქნება.
28,1 % მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. დავით ბაქრაძემ კი 9,2%.
მონაცემები საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააცნო.
პარალელურად მონაცემებს აქვეყნებს ''რუსთავი 2''. ''ედისონ რისერჩის'' კვლევის მიხედვით მეორე ტური იქნება, რადგან 50% ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ ლახავს.
გრიგოლ ვაშაძე - 40%
სალომე ზურაბიშვილი - 40%
დავით ბაქრაძე - 10%
შალვა ნათელაშვილი - 3%
დავით უსუფაშვილი - 2%
ზურაბ ჯაფარიძე - 2%
ამ ეტაპზე 16 საათის მონაცემებია გამოქვეყნებული. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ცდომილება შესაძლოა 3% იყოს.