არჩევნების გამო საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ხვალ, „ენერგო-პრო ჯორჯია“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის, ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას.
კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. „ენერგო-პრო-ჯორჯია“-ს ინფორმაციით მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც.