აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: მერების მუშაობასთან შენიშვნები არ მაქვს

26 ოქტომბერი 2018, 00:00 2400 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მას კონკრეტული შენიშვნები მერების მუშაობასთან  არ აქვს.  უარყოფს ინფორმაციას, რომ მას მწვანე კონცხთან დაკავშირებით შეკითხვები ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ჰქონდა. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მან უბრალოდ სურვილი გამოთქვა ადგილობრივი ხელისუფლება იყოს უფრო აქტიური. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მენეჯმენტის მუშაობისადმი უკმაყოფილება გამოთქვა.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, მან მაუწყებლის ეთერში 14 ოქტომბერს  კვირის მთავარში სტუმრობისას, თქვა რომ მწვანე კონცხზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ ლაშა კომახიძესთან შეკითხვები აქვს. მერებთან დაკავშირებით შენიშვნები მთავრობის თავმჯდომარემ სხვა ინტერვიუებშიც აღნიშნა. მათ შორის ხულოს ყოფილ მერთან დაკავშირებით, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე ერთი კვირის წინ  დატოვა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი