აქცია კორპუსის მშენებლობის განახლების მოთხოვნით

26 ოქტომბერი 2018, 00:00 2373 ნახვა

გუდიაშვილის 8 ნომერში შეჩერებული მშენებლობა გააპროტესტეს მოქალაქეებმა ბათუმის მერიასთან. დაზარალებულები აცხადებენ, რომ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ბინები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღოთ, თუმცა მშენებლობა შეჩერებულია.

აქციის მონაწილეებს ვიცე მერი შეხვდა და კომპანია "ჩემი სახლის" წარმომადგენლებთან შუამდგომლობას დაჰპირდა. კომპანიის დირექტორის, რუსლან ნაცარიშვილის ინფორმაციით, მეწილეების ქონების ნაწილი დაყადაღებულია, ისინი პრობლემის მოგვარებას და სამუშაოების განახლებას ერთ წელიწადში გეგმავენ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი