''არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ნიშნავს'' - დავით ბაქრაძე

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1501 ნახვა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე შეხვდა მოქალაქეებს ბათუმში. კანდიდატმა პირველ რიგში მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა, იგი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ნიშნავს. ბაქრაძის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ცვლილება არეულობას გამოიწვევს. ისაუბრა საკუთარ პროგრამაზე, სადაც განათლებაა დასახელებული პრიორიტეტულად. ბაქრაძემ ასევე ხაზი გაუსვა მაღალმთიან აჭარაში არსებულ პრობლემებს. თქვა, რომ არჩევის შემთხვევაში იგი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ხალხს ზურგს არ შეაქცევს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში