ფედერაციებს სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად ტენდერში მონაწილეობა აღარ მოუწევთ

22 ოქტომბერი 2018, 00:00 2032 ნახვა

სპორტული ღონისძიებებისა და საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად ფედერაციებს სატენდერო კონკურსში  მონაწილეობის მიღება აღარ მოუწევთ. ბათუმის მერიამ სპორტის წარმომადგენლებს ახალი სისტემა შესთავაზა.  

მომავალი წლიდან ღონისძიებებს არც წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტით ჩაატარებენ. ახალი სისტემის   მიხედვით  ფედერაციები მერიას ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარების შესახებ მხოლოდ განაცხადით მიმართავენ და მერია მას განხილვის შემდეგ დააფინანსებს. გაზრდილია  სპორტის განყოფილების ბიუჯეტიც, რომელიც ნოემბრის ბოლომდე დამტკიცდება. ბიუჯეტი 300 ათასი ლარით განისაზღვრა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში