შსს-მ დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა

27 ივლისი 2016, 00:00 2980 ნახვა

შსს-მ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი პიროვნება თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა.

შემთხვევა 22 თებერვალს მოხდა. ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად ნონა რომანაძე და მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. კვალის დაფარვის მიზნით, ბოროტმოქმედმა ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმის გამოძიების მოთხოვნით ქობულეთში ნონა რომანაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა არა ერთხელ საპროტესტო აქცია გამართეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი