რუსი სამხედროების მიერ ლომისის მონასტერთან დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს. მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა მონასტრის ბერ-მონაზონი და მრევლი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.მომხდარ ფაქტზე ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.