ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის გეგმები

19 ოქტომბერი 2018, 00:00 5341 ნახვა

„თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკაში აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერევა“ - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ამის პარალელურად კი დღეს თორნიკე რიჟვაძემ ხულოს თვითმმართველობას ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა - მერია ყოფილმა პოლიციელმა ვახტანგ ბერიძემ ჩაიბარა.

ცნობისთვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თვითმმართველობას სათავეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი უდგება.

მერის მოვალეობის შემსრულებელს უკვე აქვს გეგმები. თვითმმართველობებთან დაკავშირებით სავარაუდოდ გეგმები აქვს თორნიკე რიჟვაძესაც,  ახსენებს საკადრო ცვლილებებს და გადახალისებას - ამ ყველაფერს კი ერთიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უწოდებს.  

ცნობისთვის დღეს ყოფილ მერს, რომელმაც ხალხს მინიჭებულ მანდატზე უარი უთხრა, გაწეული საქმიანობისთვის თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი