მორიგი ფარული ჩანაწერები და პოლიტიკური შეფასებები

18 ოქტომბერი 2018, 00:00 1838 ნახვა

ისევ ახალი აუდიოჩანაწერები. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ინფორმაციით, სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსნის ნდობით აღჭურვილ პირს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება.  „კურიერის“ ინფორმაციით, აუდიოფაილში სუბელიანი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი გაგზავნილი აქვს გერმანიაში, გეგმავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს.

სავარაუდოდ სუბელიანი დიალოგში ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გასანეიტრალებლად სამთვიანი ვადა მისთვის საკმარისი იქნებოდა. როგორც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, ორი ვარიანტი აქვს - ან მიხეილ სააკაშვილს შეეკრას ან მოკლას.  გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი სოზარ სუბარის გვარსაც ახსენებს და აღნიშნავს, რომ მისი და სუბარის გზები გაიყო. მირზა სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კომპრომატები გაასაჯაროოს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში