აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები მერებს

17 ოქტომბერი 2018, 00:00 2177 ნახვა

არჩეული მერების მუშაობას თორნიკე რიჟვაძე წლის ბოლოს შეაჯამებს. დღეს შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა ადასტურებს, იმას, რომ არის ჩავარდნები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მუშაობაში.  არ გამორიცხვას გადახედოს საკადრო პოლიტიკას, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, ხალხის მიერ არჩეულ მერებს თანამდებობიდან წასვლა მხოლოდ საკუთარი ნებით შეუძლიათ.

განმარტებების გაკეთება რეგიონის პირველ პირს, ხულოს მერის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფრმაციის გამო მოუხდა. შეთავაზეს თუ არა გოჩა მელაძეს მმართველი გუნდიდან თანამდებობის დატოვება - თორნიკე რიჟვაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.  ოფიციალურად მერი შვებულებაშია, არაოფიციალური ვერსიიით კი ის უკან დაბრუნებას არ აპირებს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში