სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტს თურქეთის საკონსულო გამოეხმაურა

16 ოქტომბერი 2018, 00:00 4163 ნახვა

საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟის მხრიდან, სავარაუდო, ფიზიკური ძალადობის ფაქტს თურქეთის საკონსულო წერილობით გამოეხმაურა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხთან დაკავშირებული მოქალაქემ საკონსულოს უნდა მიმართოს, შემდეგ კი საკითხს თურქეთის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ. 

''ქალბატონის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესწავლისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაში, საჭირო ზომების გასატარებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვმართოს განცხადებით, სადაც მითითებული უნდა იქნას ინციდენტის დრო და ადგილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი გადაეცემა თურქეთის კომპეტენტურ ორგანოებს და მთელი სერიოზულობით განიხილება. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ბევრ ადგილას ვიდეო კამერების საშუალებით მონიტორინგი ხორციელდება და ჩანაწერების მეშვეობითაც ხდება ამ პრეტენზიის შესწავლა'' - წერია თურქეთის საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი