ბათუმი და ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ევრონიუსის ეთერშია. გადაცემა “ფოკუსმა“ ოლიმპიადას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა რომელშიც საუბარია მსოფლიო ოლიმპიადის, ბათუმის, როგორც ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის განვითარების პოტენციალსა და ძველი და ახალი თაობის ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ქალების ისტორიის შესახებ.
ერთი კვირის განმავლობაში, სიუჟეტს, ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე ეცნობა. ევრონიუსის გადამღები ჯგუფი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩამოვიდა. ევრონიუსმა ბოლო ორ წელში რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რვა გადაცემა მიუძღვნა.