აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფრანგ სენატორს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. თორნიკე რიჟვაძე პიერ-ივ კოლომბას აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.