ბათუმის საკრებულო წინააღმდეგობას ვერ უწევს არჩეულ მერს - მესამე სექტორის შეფასება

10 ოქტომბერი 2018, 00:00 2402 ნახვა

უდგენს თუ არა დღის წესრიგს ბათუმის მერია ბათუმის საკრებულოს და არის თუ არა დეპუტატების ფუნქციები შესუსტებული? ამ საკითხებზე საუბრობენ ოპოზიციაში, არასამათავრობო სექტორში კი  აცხადებენ, რომ საკრებულო ვერ უწევს წინააღმდეგობას არჩეულ მერს, შესაბამისად მხარს უჭერს იმას, რასაც მერია შესთავაზებს.

უმცირესობის მტკიცებით ამას ემატება ისიც, რომ საკრებულო გადაწყვეტილებებს დაჩქარებული წესით იღებს,  მოცულობითი დოკუმენტების შესწავლას კი სხდომამდე დეპუტატები ფატქობრივად ვერ ასწრებენ. პროცესის საილუსტრაციოდ ოპოზიციაში განაშენიანების გეგმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ, მათ შორისაა მწვანე კონცხის შემთხვევა. ცნობილია რომ სხდომებზე უმრავლესობის დეპუტატები შეკითხვებს თითქმის არ სვამენ, თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევაც როდესაც კითხვები მათაც ჰქონიათ. დღეს ჩვენთან უმრავლესობამ კომენტარი არ გააკეთა, გვითხრეს რომ ოპოზიციას ხვალ გამოეხმაურებიან. სატელევიზიო კომენტარი ასევე არ გაუკეთებიათ  ბათუმის მერიაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი